გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო პრო-ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს, 11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის და დუშეთის რაიონის სოფლებში არშა, ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ბუჩაანთკარი, ვეშაგურნი, ვაშლობი, ფასანაური და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო პრო – ჯორჯიას” ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.