გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს, 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს, 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), სოფელი ჭალას, მარნეულის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის და სოღანლუღის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.