2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით გაიზარდა

2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.7 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 184 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.2 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 192.9 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 6.3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 314.9 ლარი გახდა. სექტემბერში ეს თანხა 308.6 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ოქტომბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 323.5 ლარს შეადგენდა.