ვიდრე გუბერნატორი ვიყავი, ეს მუზეუმი არსებობდა, ახლა კი ძალიან შემაწუხა ცნობამ…

წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე ახლახან იმყოფებოდა განჯასა და ნახჩევანში, სადაც ბარათაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მან პოეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები მოიკვლია და თბილისში ჩამოიტანა, მათ შორის არის იმ გონჩა ბეიმის პორტრეტი და ლექსები, ქალის, რომელიც შესაძლოა ბარათაშვილის უკანასკნელი სიყვარული იყო.

იხ.

https://www.radiotavisupleba.ge/a/rogori-iqo-baratashvilis-sheqvarebuli/28724102.html

მასალას იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ მუზეუმი მისი გუბერნატორობის პერიოდში გაიხსნა, მაგრამ შემდეგ დაიხურა.

-საინტერესო კვლევაა. მადლობა პროფესორ თამარ შარაბიძეს..ძალიან შემაწუხა ცნობამ იმის შესახებ,რომ განჯაში პოეტის მუზეუმი აღარ არის..

ქუთაისი და განჯა,სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი თაყვანის გამო დავამეგობრეთ…ვამაყობდი,რომ ერთ-ერთი დათქმა გვქონდა დამეგობრების წინ:მუზეუმის აღდგენა..გავხსენით კიდეც 1997 წელს…2003 წლის ჩათვლით, ვიდრე გუბერნატორი ვიყავი,ეს მუზეუმი არსებობდა და რამდენჯერმე განახლდა კიდეც…

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იფუნქციონირებს.