ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად ჩაცხრილეს

მკვლელობა კახეთში – ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს.

ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს წინანდლის ტყეში, მობილიზებულია ათობით სამართალდამცველი. როგორც ცნობილი ხდება, ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევა სასტუმრო ,,რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.