ეს არჩევნები შანსია, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა – გიგა ბოკერია

ეს არ არის არათუ ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ შანსი რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების ღონისძიებაზე და ამომრჩეველ 2 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში მონაწილეობისკენ და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

“ეს არჩევნები ჩვენი ყველას, მიუხედავად ჩვენ შორის დიდი განსხვავებებისა, შანსია, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, რომ არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომ მრავალმა თაობამ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის ამოცანა შესრულდეს და თავისუფალ სამყაროს ოჯახს დავუბრუნდეთ, რომ ივანიშვილმა საკუთარ კეთილდღეობას არ შესწიროს ჩვენი მოქალაქეების მომავალი. აქ თითოეული ხმა ოპოზიციისთვის მიცემული არის ხმა მიცემული ამ შანსის გამოყენებისთვის, ყველა ხმა მელიასთვის, ხოშტარიასთვის და ყველა ჩვენი კანდიდატისთვის არის სწორედ ამ შანსის გამოყენება და არა საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების წინ წამოწევა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლოს არის მის შეხედულებასთან, თუმცა ჩვენ აქ უფრო დიდი ამოცანა გვაერთიანებს”. – ამბობს გიგა ბოკერია.