ნიკა მელია – ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული

ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ზაალ უდუმაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში გამარჯვება იზეიმონ.

„დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს, მცხეთელებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. აქ, მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს.

მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს. მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას“,- აღნიშნავს მელია.