სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს – ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს

სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს თხოვნით, რომ შეწყვიტოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

,,სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.