ილია მეორემ მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ფერისცვალებას. ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილები და გახარებულები იყავით”,- განაცხადა პატრიარქმა ლიტურგიის დასრულებისას.

ცნობისთვის, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა.

წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.