„ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვმა 50 000-მდე მიაღწია, თუმცა რეგისტრირებულთა გაფილტვრის შემდეგ, თავმჯდომარის არჩევა 49 756  ადამიანს შეეძლება.