გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს 11:40-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი და მიმდებარე სოფლები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე კი ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.