ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხვალ საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს

ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს. ბოლო 1 კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს აქვთ“, – აღნიშნავს ტიკარაძე.