არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევა იქნება, ასეთია მსოფლიო გამოცდილება – თამარ გაბუნია

3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, „არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევა იქნება, ასეთია მსოფლიო გამოცდილება”.

„ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.