თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია

ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია. კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსის მობილიზებას იმის ხარჯზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. ესეც იძლევა გარკვეული ადამიანური რესურსის კოვიდის მიზნებისთვის გადამისამართების საშუალებას. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, არსებობს მოსაზრება, რომ გეგმის მიხედვით ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში – ბათუმსა და ქუთაისში დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა ხდება და იმის აუცილებლობა, რომ იქ საველე ჰოსპიტალი გაიხსნას, დღეს და ხვალ არ არსებობს. თუკი ამის საჭიროება იქნება, ეს მოხდება ჰოსპიტალთან ახლოს იგივე პერსონალის გადანაწილების ხარჯზე“, – განაცხადა გაბუნიამ.