2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე.