4 აპრილი – მიუსაფარ ცხოველთა დღე მუნიციპალურ თავშესაფარში

4 აპრილს, 14:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისათვის თავშესაფარის ტური და ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყობა, ბავშვებისათვის კი სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება.

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა; ა. თვალჭრელიძის ქ. N17ა.

საკონტაქტო პირი: ნატა უზუნაშვილი – 557 51 45 66