საკანონმდებლო წინადადება შეწყალების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ

პარტია “მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა კახა ძაგანიამ დღეს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, შეწყალების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შესახებ, რითიც აღნიშნული კანონი პოლიტიკურად და სამართლებრივად რაფინირებული გახდება.

“ცვლილებები მდგომარეობს შემდეგში: იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შედეგად სასჯელის სახედ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაძი მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის 2/3 არ აქვს მოხდილი, კომისია არ განიხილავს შეწყალების საქმეს, ანუ შეწყალება არ გამოიყენება.

ასევე, პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს კომისიის გვერდის ავლით. ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით ბოლო დაესმება კამათს იმის თაობაზე თუ რომელი მსჯავრდებული, რომელმა ინსტიტუციამ და რა დროს უნდა შეიწყალოს.

შეწყალების შესახებ კანონში ხარვეზია და ამიტომ ხდება რომ ხშირად დაუმსახურებლად არიან ისეთი მსჯავრდებულები შეწყალებულნი რომელთა თავისუფლებაზე ყოფნა საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – განაცხადა კახა ძაგანიამ.

https://www.facebook.com/kakha.dzagania.9/videos/814830498710209/