მოვუწოდებთ ,,პროგრესული საქართველოს” ყველა მხარდამჭერს, ხმა მისცენ ანა დოლიძეს და შემოხაზონ ნომერი – 48 – გიორგი კვაბზირიძე

მოვუწოდებთ ,,პროგრესული საქართველოს” ყველა მხარდამჭერს, ხმა მისცენ ანა დოლიძეს და შემოხაზონ ნომერი – 48 – ამის შესახებ ,,პროგრესული საქართველოს” წარმომადგენელმა, გიორგი კვაბზირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერი უნდა იყოს ახალი ძალა, სუფთა წარსულით და მებრძოლი, როგორც ანა დოლიძეა.

„პარტია „პროგრესული საქართველისთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკაში ყოფილიყვნენ სუფთა წარსულის, პრინციპული ადამიანები. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ანა დოლიძის კანდიდატურას. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ანას წარსული, პრინციპულობა, საქმიანობა და ღირებულებები, რომლებიც პირდაპირ თანხვედრაშია დასავლურ ფასეულობებთან. მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის ყველა მხარდამჭერს, ხმა მისცენ ანა დოლიძეს და შემოხაზონ ნომერი- 48,“ – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კვაბზირიძემ.

ცნობისთვის, ,,პროგრესული საქართველოს” წევრებმა ალექსანდრე კობაიძემ და გიორგი კვაბზირიძემ ანა დოლიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.