ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან – აქციის გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მერიას “ლეიბორისტულმა” პარტიამ მიმართა.

ტაქსის მძღოლების მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა 11 აპრილს, აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება.

მძღოლების უპირობო მოთხოვნად კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსების რეგულაციის გაუქმება რჩება.