პრეზიდენტი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ზაზა ჩხაიძეს და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათ გაძლიერებას და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს; სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დაისახა ერთობლივი ნაბიჯები.