სანდრა რულოვსმა ზუგდიდში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სანდრა ელისაბედ რულოვსმა ზუგდიდში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა. მას უკვე ოფიციალურად აქვს უფლება იყოს კანდიდატი და მონაწილეობა მიიღოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება.

ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, შიდა გზების კეთილმოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.