“ხელისუფლებას არ გაუვა და მთელი მსოფლიო ნახავს…”

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. პარტია საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რეპრესია. თანაც ძალიან უგვანი ფორმით. ორი დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა სასამართლოში. ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან. პასუხობდა ყველა კითხვას. ჩვენ ვიკრიბებოდით ჩვეულებრივ, საღამოს ვაჯამებთ ხოლმე მუშაობის შედეგებს და ასე სპეცოპერაცია და აყვანა ეს არის პოლიტიკური პატიმრის მიმართ სადამსჯელო ოპერაცია. რომელიც ამ ხელისუფლებას არ გაუვა და მთელი მსოფლიო ნახავს.ამით სახელმწიფო ზიანდება“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები საგანგებო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც გაავრცელებენ.