თავდაცვის სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია კონგოს მთავრობასთან

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის საქმეზე კომენტარ აკეთებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია კონგოს მთავრობასთან.

“მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობასთან არის კონტაქტზე. მიმდინარეობს ინფორმაციის დეტალურად დამუშავება და გარკვეული დეტალების დაკონკრეტება.

სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ამბოხებულებთან და კომუნიკაცია გარკვეულ სპეციფიკასთან არის დაკავშირებული. ძალ-ღონეს არ იშურებს მთავრობა, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული. ის აღარ არის 2015 წლის მარტიდან საქართველოს სამხედრო სამსახურში თავისი სურვილისამებრ და კერძო კომპანიის დაკვეთით იმყოფებოდა კონგოში” – განაცხადა იზორიამ.