“მე არ მაქვს ამბიცია გავხდე უკრაინის პრეზიდენტი”-სააკაშვილის ახალი განცხადება

 

„მე არ მაქვს ამბიცია გავხდე უკრაინის პრეზიდენტი“ – განაცხადა უკრაინის ყოფილმა გუბერნატორმა  უკრაინის ერთ-ერთ არხზე გამოსვლისას.

სააკაშვილი უკრაინის სათავეში ეთნიკური უკრაინელს მოიაზრებს, რომელიც დაბადებულია ამ ქვეყანაში და მთელი ცხოვრება გაატარა უკრაინაში. თვითონ კი აპირებს ისევ დარჩეს ამ ქვეყანაში და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. „როგორც კი უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, აღარ იქნება სასამართლოზე ზეწოლა და მე დავიბრუნებ ჩემს მოქალაქეობას“- განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.