უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს თავს დაესხნენ და “ზელიონკა” შეასხეს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ბრილიანტის მწვანე შეასხეს. შემთხვევა კიევის ცენტრში მაშინ მოხდა, როდესაც პეტრო პოროშენკო მთავრობის შენობისკენ მიემართებოდა.

ინციდენტის შემდეგ მან ტერიტორია პოლიციის მანქანით დატოვა. თავდამსხმელი 22 წლის მამაკაცია.

იგი პოლიციამ ადგილზე დააკავა, მომხდარი ხულიგნობად შეფასდა და დამნაშავეს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.