მაკრონი: ვიმუშავებ ევროკავშირის რეფორმირებისთვის

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა ევროკავშირის რეფორმირება. მისი თქმით ევროკავშირი უფრო დიპლომატიური და დემოკრატიული უნდა გახდეს.

-„მე ვიმუშავებ ამ საკითხზე“-გადმოსცემს პრეზიდენტის სიტყვებს Le Monde.

დღეს ემანუილ მაკრონი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ინაუგურაცია ელისელის სასახლეში ჩაიარა. ყოფილმა პრეზიდენტმა ახალ პრეზიდენტს ატომური რაკეტების გასაშვები კოდი გადასცა და დაემშვიდობა.