ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა  ვაჟა გიგაურმა, სულიკო საყევარაშვილმა და გიორგი სახელაშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურა. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდა.