ირაკლი ღარიბაშვილი – ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა გააუქმა არჩევნები, თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი არ გაგვიკვირდება, ვიცით რა მათი ხელწერა

მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა შემოსული, არავის მოსვლია აზრად, რომ არჩევნები გადაედო. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი არ გაგვიკვირდება, ვიცით რა მათი ხელწერა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვანეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ხოლო ოპოზიცია ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდება და ეს მათ იციან.

„გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი – იციან რა, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები. ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ქალბატონი ნინო გამოვიდა ინციციატივით, რომ ხომ არ შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად ნიშნავს არჩევნების გადადებას. ეს არის პირდაპირ „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით. არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, ამერიკის, ევროპის ქვეყნების კოვიდპანდემიის დროს არჩევნების ჩატარების. მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა შემოსული, არავის მოსვლია აზრად, რომ არჩევნები გადაედო. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი არ გაგვიკვირდება, ვიცით რა მათი ხელწერა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ ჩვენს გეგმასა და დღის წესრიგს სტაბილურად. არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს. განვითარება, შრომა და მუშაობა – სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, დანარჩენს ჩვენი გუნდი მიხედავს. ჩვენ არავის მივცემთ არც დესტაბილიზაციის, არც პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითრება. რაც სჭირდებას ჩვენს ხალხს, ის ექნება ჩვენს ხალხს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.