პრემიერის იმპიჩმენტის წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ – სალომე სამადაშვილი

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ – დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურისთვის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ალბათ, საზოგადოებას აუხსნის, რატომ ვერ ხედავს ღარიბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, – ეს განცხადება “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

“დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელს არ მოაწერენ, ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არ მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, არ მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.

ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ ოპოზიციას აქვს და შეუძლია მისი გამოყენება, არის პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური შეფასება, რომ არ ვაპირებთ კორუმპირებულ, კანონდამრღვევ პრემიერს შევეგუოთ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.