“„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაბირების შანსი არ არსებობს” – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ნეგატიური გზავნილია ევროკავშირისთვის, ამიტომ იმპიჩმენტის მხარდაჭერა რუსული ინტერესების გატარებაში თანამშრომლობას ნიშნავს.

„ბორელის ვიზიტის შემდეგ “ქართული ოცნება” ჯიუტად აგრძელებს იმპიჩმენტს და ამით უნდა ევროკავშირს საბოლოო “არა” გამოსძალოს სტატუსთან დაკავშირებით დეკემბერში, ის საარჩევნო კოდექსიც კი, ხომ გახსოვთ ვითომ რაღაცის ცვლილებას რომ აპირებდნენ, სწრაფი (დაჩქარებული) რეჟიმიდან ნელ რეჟიმში გადაიყვანა “ქართულმა ოცნებამ”, რატომ? – ეუბნება, ოღონდ “არა” მითხარი, თავი დამანებე. რაც შეეხება ოპოზიციას, ყველა ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ხელს აწერს კონტრაქტს რუსულ ინტერესებზე თანამშრომლობაზე, რასაც დღეს საქართველოში ივანიშვილის “ქართული ოცნება” ატარებს, მარტივია ყველაფერი, პატარა ბავშვი არც ერთი დეპუტატი არ არის – “მიმეჭირა”, “მომეჭირა,” “გამეჭირა” ვერ გამოვა ვერც ერთ შემთხვევაში!

გარანტიას გაძლევთ, “ნაციონალური მოძრაობის,” “სტრატეგია აღმაშენებლის” მხრიდან გადაბირების შანსი არ არსებობს და ვერც იარსებებს!”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.