მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – პრემიერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაცია. სამართალდამცველ უწყებას ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო.

მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოროდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მადლობა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული “, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.