რა გზითაც არ უნდა შემოსულიყო მიშა საქართველოში, ეს მიანიშნებს სახელმწიფო სტრუქტურების რღვევას – მამუკა არეშიძე

რა გზითაც არ უნდა შემოსულიყო მიშა საქართველოში, ეს მიანიშნებს სახელმწიფო სტრუქტურების რღვევას – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დღის წესრიგს მართავს სააკაშვილი.

,,თუ სააკაშვილი კანონიერი გზით შემოვიდა საზელმწიფო სტრუქტურები არ მუშაობენ და საქმე გვაქვს სერიოზულ ღალატთან. თუ საიდუმლო გზით შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ კანონი დაარღვია, როგორც მას სჩვევია და ეს არის დამატებითი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ესეც ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების გარკვეული სტრუქტურები არის ჩამოშლილი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმდენად ცუდია ქვეყნისთვის, რომ ამ ყველაფერს მე ვარქმევ დიდ პროვოკაციას.

სააკაშვილი მართავს საქართველოში დღის წესრიგს. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. ჯერ ხელისუფლების და შემდეგ საზოგადოების. ჩვენ შევქმენით ისეთი ვითარება, რომ დღის წესრიგის წარმმართველი იყოს მიხეილ სააკაშვილი. მახინჯმა კოჰაბიტაციამ, ისეთი ადამიანების თანამდებობაზე ყოფნამ, რომლებიც ამას არ იმსახურებენ შექმნა ეს სიტუაცია. ეს ყველაფერი იმდენაც  აუტანელი სანახავია, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირ ტიპებს საშუალებას აძლევს ასეთი დიდი პროვოკაცია მოაწყონ. მე მესმის ეს ყველაფერი, რომ არ მოეწყო სააკაშვილს პროვოკაცია, გამიკვირდებოდა. როცა შენ ქმნი ნოყიერ ნიადაგს, ყველა გამოიყენებს შენს შეცდომებს” –  განაცხადა არეშიძემ.