ღარიბაშვილი ოპოზიციის კოალიციაზე: რომელ ნორმალურს შეეძლო, დაეჯერებინა ეს ფარსი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის კოალიციურ მთავრობას თბილისის მერობის არჩევნებისთვის ფარსს უწოდებს. მისივე თქმით, 20 აპრილს ნაციონალური მოძრაობის გუნდის პრეზენტაცია გაიმართა.

“რომელ ნორმალურს ადამიანს შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ფაქტობრივად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, მთავარი ბანდიტის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე დანაშაულებისა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან