სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პარლამენტარებმა ერთმანეთის მიმართულებით ბოთლებიც და სხვადასხვა ნივთები ისროლეს.

ინციდენტის მიზეზი მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატის ჰაიკ სარქისიანის სიტყვით გამოსვლა გახდა , რომელმაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ სეირან ოჰანიანს ირიბად „სამშობლოს მოღალატე“ უწოდა.