ამირან გამყრელიძე – ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა

ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა აცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორსულთა გარდაცვალების საკითხზე სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ამის პრევენციის ერთი საშუალებაა, რომ ორსულები უნდა აიცრან. სამწუხაროდ, ამ ორი წლის განმავლობაში რაც პანდემია არის, გარდაიცვალა თუ არ ვცდები 13 ორსული“, – განაცხადა გამყრელიძემ.