ორსულებში გახშირებული ლეტალური შემთხვევების გამოსაკვლევად გინეკოლოგთა ასიციაციაა ჩართულია – ეკატერინე ტიკარაძე

ორსულებში გახშირებული ლეტალური შემთხვევების გამოსაკვლევად გინეკოლოგთა ასიციაციაა ჩართულია, – ამის შესახებ  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგ შემთხვევაში ერთ-ერთი გარდაცვალების მიზეზი პაციენტების დაგვიანებული სტაციონარიზაციაა.

„თითოეული პაციენტის მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასიციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი, რის გამოც გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია.

მაგალითად, გუშინ სამეგრელოს რეგიონიდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს 122-ზე არ ჰქონდა დარეკილი, სამაგიეროდ, პოსტი ედო „ფეისბუქზე“. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია „ფეისბუქზე“. ჩვენ აქედან დამატებით ინფორმაციას ვიღებთ. იმ პაციენტებთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ, არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.