საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 331 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 913 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 872 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 640 550-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა.