ამირან გამყრელიძე: მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ კლუბებში სიარულისგან და ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ზომების გამკაცრებისა, მასშტაბური შეკრებების წესი მაინც ირღვევა.

მისივე თქმით, ვიდრე ქვეყანაში ეპიდვითარება არ დასტაბილურდება, ახალგაზრდებმა ღამის კლუბებში გართობისგან დროებით თავი შეიკავონ.

„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს, პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები, ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება არა? მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.