ვინ არის მამაკაცი, რომლის კიდურებიც ადგილობრივებმა იპოვეს | ახალი დეტალები

მამაკაცი, რომელიც კასპში გარეულმა ცხოველმა დაგლიჯა, 72 წლის ავთანდილ ბენაიშვილია.

სოფელ ლამისყანაში დანაწევრებული ცხედარი გუშინ საღამოს იპოვეს, ადგილზე მამაკაცის ქვედა კიდურები დახვდათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მტაცებელი ცხოველები სოფელს თავს ესმიან. მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფის ჩასვლას ითხოვს.

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლითაა აღძრული.