მერიამ მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყო

თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს. ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.