რატომ წავიდა თანამდებობიდან პრემიერის თანაშემწე…

საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

“მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.”

სოფო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა.