15 წლის მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაში საათ-ნახევრის წინ გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი 2 მეგობართან ერთად თბილისის ზღვაზე ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ბავშვი გაუჩინარდა. მაშველები 15 წლის მოზარდს 1 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.