ფერეიდნელი ქართველების გულთბილი სტუმრობა სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, დღეს ზუგდიდში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლეს.

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების შთამომავლები – შაჰრამ ონიკაძეომიდ (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი საქართველოში ფერეიდნიდან ფეხით ჩამოვიდნენ.  მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარეს და შეხვედრები გამართეს.

ფერეიდნელ ქართველებს დღეს ზუგდიდშიც უმასპინძლეს. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ და სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი.  ასევე ბიბლიოთეკაში  ფერეიდნელ ქართველებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სამეცნიერო კონფერენცია და კონცერტი გაიმართა.

სტუმრები მოგვიანებით მეგრულ ეთნოსოფელ „სისა-ტურასა“ და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ეწვივნენ.