კრამატორსკზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა.

„დღეს შუადღისას რუსებმა ისევ დაარტყეს ქალაქის ცენტრს – ამჯერად ორი რაკეტით. დაზიანდა 13 ორსართულიანი კორპუსი, 3 ოთხსართულიანი კორპუსი, საბავშვო პოლიკლინიკა და სკოლა, ავტოფარეხები და მანქანები”,- წერს კირილენკო Facebook-ზე.