BBC: პატიმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად, დაუძლურებული პრეზიდენტის შესახებ სტატია BBC-მ გამოაქვეყნა:

„მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლებიც მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება მას “აწამებს და კლავს”.

„ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – დაწერა ტვიტერზე მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

ხუთშაბათს ევროპარლამენტმა განიხილა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სადაც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი ჯანდაცვა.”

წერია ბი-ბი-სის სტატიაში.