„მცდელობა არ დააკლეს იმისათვის, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად” | ვოლსკი ევროპარლამენტს თავს ესხმის

„ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტს საქართველოს მძევლად აყვანა სურს.

მისი თქმით, „საქართველოს მძევლად აყვანის პროცესში” უკრაინის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ:

„განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ, ეს იმას მიუთითებს, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფმა და სამწუხაროდ უკრაინის მაღალჩინოსნების მონაწილეობით მცდელობა არ დააკლეს იმისათვის, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად. პრაქტიკულად, ფიგურალურად, საქართველო უნდათ მძევლად გამოიყვანონ და ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ განთავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული“, – აცხადებს ვოლსკი.