ტაქსის მძღოლი დაკავებულია -მძღოლმა მგზავრს “საყურეებიანი პიდარასტი” უწოდა

მარიამ ახალკაცი

გუშინ, 11 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე ტაქსის მძღოლმა ჰომოფობიური ნიშნით მგზავრს შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის თვითმხილველები გახდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ტაქსის მძღოლი ადგილზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა მგზავრს “საყურეებიანი პიდარასტი” მას შემდეგ უწოდა, რაც სერვისთან დაკავშირებით პრეტენზია მოისმინა. როგორც მგზავრის მეგობარი ყვება, მანქანიდან გადასვლის შემდეგ მძღოლმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166 მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით წვრილმანი ხულიგნობისთვის პირი ჯარიმდება 500-დან 1 000 ლარამდე თანხით, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით