“დღევანდელი ხელისუფლება მისი ნომინალური პრემიერით მოკლედბულია გონიერებას”

„არჩევნებით მოსული ხელისუფლება წინამორბედის შეცდომებს იმეორებს“

რუსთავი 2-ის მხარდასაცავ აქციაზე არმაზ ახვლედიანი მივიდა. ის ქციაზე როგორც „პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი მივიდა და განაცხადა, რომ ყველას ახსოვს როგორ ებრძოდა მედიას წინა ხელისუფლება და ამას გაიმეორებდა 2012 წელს არჩევნებით მოსული ხელისუფლება. მან აღნიშნა, რომ დღეს უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი წვლილი არ შეუტანიათ „ოცნების“ გამარჯვებაში და უმრავლესობაში დარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებენ. სწორედ ამიტომ ცდილობენ რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას.

-„თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლა საკუთარ ხალხთან ბრძოლაა სწორედ და თუ დღეს იგივე გამეორდება რაც „იმედთან“, ეს დაასრულებას ამ მთავრობას. ეს დარტყვა ხვალ ბუმერანგად დაგვიბრუნდება. როდესაც ადამიანი კარგავს კეთილგონიერებას, მისი გადაწყვეტილება არის უგონო. მე ასე თუ ისე ვიცნობ ამ ხელისუფლებას და შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მისი ნომინალური პრემიერით მოკლედბულია გონიერებას და არ ძალუძთ გონიერება მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები“