გვინდა უკეთესობა თუ აწმყო მანკიერებას ძველი მანკიერებით გავამართლებთ?

არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია:

“იბერიაში” შევარდნა იყო დანაშაული და შეცდომა.
“იმედის” შტურმი იყო დანაშაული და შეცდომა.
“მზის” წართმევა და მისი დისფუნქცია იყო დანაშაული და შეცდომა.
“რუსთავი 2”-იდან ძველი ჟურნალისტების გაშვება სხვადასხვა დროს მფლობელების ცვლის მიხედვით იყო დანაშაული და შეცდომა.

და ა.შ.

ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვა “იმედზე” შარშან იყო შეცდომა.
ჟიჟილაშვილის და სანაიას გაშვება “მაესტროდან” იყო შეცდომა.
ეკა მიშველაძის გაშვება “საზმაუდან” იყო შეცდომა.
“საზმაუზე” რაც დღეს ხდება არის ძალიან დიდი შეცდომების ნაკრები, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს დანაშაულსაც.
“რუსთავი 2”-ის დღევანდელი მოცემულობით სხვა მფლობელისთვის გადაცემა იქნება შეცდომა, მძიმე შეცდომა.

და ა.შ.

რა გვსურს საზოგადოებას, რისკენ მივდივართ?

პროგრესისკენ თუ რეგრესისკენ?

გვინდა უკეთესობა თუ აწმყო მანკიერებას ძველი მანკიერებით გავამართლებთ?

დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ძველი ხელისუფლების მემკვიდრე გამოასწორებს ძველის შეცდომებს და დანაშაულებს თუ გაიმერებს და მერე თავს იმართლებს?

ამ შეკითხვებშია პასუხების საიდუმლო და არა იმაში, ვის ვინ მოსწონს და რა უნდა მოსწონდეს.