„ქიბარ ხალვაში საქართველოშია და რუსთავი 2-ში ტრიუმფით შესვლას ელოდება”

გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ის გადაწყვერილება, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე უნდა გამოცხადდეს წუხელ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კაბინეტში დაიწერა, მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში საქართველოშია.

-„ქიბარ ხალვაში საქართველოშია და რუსთავი 2-ში ტრიუმფით შესვლას ელოდება, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ და ბარიკადებზე დადგებიან არა პოლიტიკოსები, არამდე ხალხი. მთავრობას გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევს მხოლოდ ძალით, მაგრამ ეს იქნება ძალიან ცუდი“.